18 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
პროტესტი ეკლესიის მშენებლობის წინააღმდეგ - აქცია რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დაკავებებით დასრულდა

დაკავებებით დასრულდა საპროტესტო აქცია რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში. მოსახლეობა სკვერში ახალი ეკლესიის მშენებლობას აპროტესტებს.

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სკვერი შემოღობეს და ადგილობრივებს შიგნით შესვლა აუკრძალეს.

ადგილზე მისულმა აქტივისტებმა ღობის ნაწილი აიღეს, რასაც სამართალდამცველებთან ჩხუბი მოყვა. დაკავებულია აქციის 30 მონაწილე. ჩხუბის დროს რამდენიმე დემონსტრანტიც დაშავდა.

აქტივისტების განცხადებით, კომპანიამ, რომელიც ეკლესიის მშენებლობას აფინანსებს, მოსახლეობას დაქირავებული სპეცრაზმელების გარდა, ოქტაგონის პროფესიონალი სპორტსმენებიც დაუპირისპირეს.  

დღის ამბები