23 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
მორიგი კრიზისი ვენესუელაში - სპეციალურმა სამსახურებმა ქვეყნის პარლამენტს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს

მორიგი კრიზისი ვენესუელაში -  სპეციალურმა სამსახურებმა ქვეყნის პარლამენტს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს. სესია მას შემდეგ ჩაიშალა, რაც შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა ალყაში მოაქციეს და ოპოზიციონერი პარლამენტარები შიგნით არ შეუშვეს.

მომხდარის მიზეზად სამართალდამცველებმა პარლამენტის დანაღმვის შესახებ მიღებული შეტყობინება დაასახელეს. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის განცხადებით, ნიკოლას მადუროს რეჟიმი პარლამენტის სამხედრო ძალით დაკავებას გეგმავს.

დღის ამბები