18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
სოლოლაკში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა - მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს

სოლოლაკში იაშვილის 16 ნომერში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობა, სადაც 30-მდე ოჯახი ცხოვრობს, მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ადგილობრივი მოსახლეობა სახლის კაპიტალურ შეკეთებას ითხოვს. ადგილზე მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი მივიდა. ლევან იოსელიანის თქმით, შენობას დროული და კაპიტალური შეკეთება სჭირდება.

„წინასაარჩევნოდ არავინ ინძრევა და ახლა არჩევნები რომ დამთავრდება ალბათ ამ ხალხს საერთოდ თავზე რომ დაენგრეს ეს სახლი კაციშვილი მომხედავი არ იქნება. კიდევ ერთხელ მოვედით იმისთვის, რომ გვთხოვეს, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა, 30 ოჯახზე მეტი ცხოვრობს, რომ ეშინიათ ამ სახლში ცხოვრება. უნდათ, რომ ჰქონდეთ გარანტია, რომ ეს სახლი არის მყარი და უნდათ, რომ მშვიდად ეძინოთ სახლში. ჩვენ ვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მოახდინოს გამგეობამ ამაზე რეაგირება და მერიამ და მინიმუმ დროებით მაინც მოახდინოს ამ კედლის გამაგრება,“- განაცხადა იოსელიანმა.

დღის ამბები