24 დეკემბერი 2024,   03:54
ვრცლად
ქალბატონი, რომელმაც მმართველი გუნდი ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა, თვალთვალზე საუბრობს

ქალბატონი, რომელმაც მმართველი გუნდი ცოტა ხნის წინ "რუსთავი ორთან" ინტერვიუში ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა, უკანონო თვალთვალსა და დაშინებაზე საუბრობს. მარიკა ქარდავა ამბობს, რომ ერთი და იგივე პოროვნება მას და მის ოჯახს უთვალთვალებს. ამ ფაქტს ქარდავა რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც ის ყვებოდა, რომ კოორდინატორებმა მას "ქართული ოცნების" მხარდაჭერის სანაცვლოდ, 150 ლარი შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა. მოსყიდვასთან დაკავშირებით ზუგდიდის პროკურატურამ ქარდავა უკვე გამოკითხა. დაინტერესდებიან თუ არა სამართალდამცველები უკანონო თვალთვალით - ჯერჯერობით უცნობია.

"ერთი და იგივე პიროვნება ჩვენს ქუჩაზე იჯდა, ხუთჯერ გავედი და ხუთივეჯერ ერთი და იგივე პიროვნება ზის ესე სიცხეში, რაღაც საეჭვოა. ყოველ წუთს ურეკავდა ტელეფონი და რომ პასუხობდა, ეუბნებოდა,რომ ""ერთი წუთი არ მცალია,დაგირეკავ. ეს თვალთვალია, მეტი რა უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ ამაში,"-აცხადებს მარიკა ქარდავა.

დღის ამბები