ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტში მოუწევს. საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციის მეთოდით სარგებლობს, რომლის მიხედვითაც თვის ბოლო კვირას დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში ნებისმიერი თანამდებობის პრის დაბარება შეუძლიათ. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიცია ინტერპელაციით მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა დაიბარეს, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ენმ განაცხადს უკან გაიწვევს და ინტერპელაციით თამარ ჟვანიას დაიბარებს.
სხვა მწვავე კითხვებთან ერთად, თამარ ჟვანიას განმარტებების გაკეთება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების და სარეგისტრაციო ბეჭდების გატანაზეც მოუწევს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარა ქალბატონი ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რათა მან გასცეს ერთ მთავარ კითხვას პასუხი: რატომ არ რეაგირებს ცესკო წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ თუ მიმდინარე დარღვევებზე. რატომ გადაიქცა საარჩევნო კომისია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ წევრად და რატომ დაკარგა ნეიტრალურობა და ობიექტურობა. მოუწევს პასუხის გაცემა იმ ძალადობასთან და იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც უკვე ახლა ხდება ზუგდიდში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.