17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - აქცია ხელფასების 50%-იანი ზრდისა და ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნით დღეს განახლდება.

მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის გუშინ გამართული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ამბობს, რომ  კომპანია  ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკებისთვის მზადაა. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები დღეს ისევ გაიმართება.

„კომპანია მზად არის ამ ხალხთან ერთად დაჯდეს და ყველა საკითხი, რომელიც ამ ხალხს აწუხებს, გავიაროთ, ნებისმიერ ფორმატში,“-განაცხადა ”ჯორჯიან მარგანეცის” გენერალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

მაღაროელები კი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას დაიწყებენ.

დღის ამბები