17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ძლიერი სუნის გამო, მოსახლეობამ საცხოვრებელი კორპუსი დატოვა

თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ძლიერი სუნის გამო, მოსახლეობამ საცხოვრებელი კორპუსი დატოვა. ადგილობრივების განცხადებით, მათ მაშინვე მიმართეს „ყაზტრანსგაზს“, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე 2 საათის დაგვიანებით მივიდნენ.

დარეკვიდან 2 საათის მერე მოვიდნენ. დგას საშინელი სუნი. ჩვილი ბავშვებით ვართ ეზოში. შეგვეშინდა, რომ რამე არ მოხდეს. ძლივს მოვიდნენ, აქ დღეს ვერაფერ ვერ გავაკეთებთო, ლენტა გადაახვიეს და ხვალ სხვა ბრიგადა მოვაო დაწავიდნენ. ისეთი მკვეთრი სუნი იყო, რომ თავის ტკივილი აგვივარდა ყველას,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ნაირა ჩიტიშვილი.

მომხდარზე განცხადებას ავრცელებს “ყაზ-ტრანს-გაზი“. კომპანიის განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აირის სუნი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე თხევადი გაზის დაღვრის შედეგად იგრძნობოდა.

დღის ამბები