17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
"საბჭო, ამ კონკურსს ეკიდება ფიქციურად" - ანა დოლიძეს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საუბრობს 

"საბჭო, ამ კონკურსს ეკიდება მხოლოდ და მხოლოდ ფიქციურად" - ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გააკეთა. 

ანა დოლიძე დღევანდელ სხდომაზე, საბჭოს მოსამართლე წევრებს მიმართავს კითხვებით, რატომ არ ეძლევათ ადვოკატებს და სასამართლო სისტემის გარეთ დასაქმებულ იურისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება და რატომ აფერხებს მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

მისი შეფასებით, შესარჩევი კონკურსი არ არის გამჭვირვალე. არსებულ ვითარებაზე დოლიძე პასუხისმგებლობას იუსტიციის საბჭოს აკისრებს.

„საბჭო, ამ კონკურსს ეკიდება მხოლოდ და მხოლოდ ფიქციურად, რომ არსებობს კვლავაც რაღაც სია ადამიანებისა, რომლებიც უნდა მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში. მე მომივიდა შეტყობინებები მოქალაქეებისგან, რომელსაც აქვთ იურისტებისგან, გქონდათ კითხვები, მიმართეს ამ კითხვებით იუსტიციის საბჭოს, რომელიც ელემენტარულად მას დროულად არ პასუხობს, არ ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას და ა.შ.  როგორც საბჭოს წევრი, მე ვალდებული ვარ, ეს საკითხები დავაყენო,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ იუსტიციის საბჭოში და აცხადებენ, რომ ყველა დაინტერესებული მოქალაქე კონკურსის შესახებ ინფორმირებულია.

 

 

 

დღის ამბები