17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
სოციალურად დაუცველებისთვის აშენებული შენობა, რომელშიც 72 ათასი ლარი დაიხარჯა ნადგურდება - სხალთაში თავშესაფარი ცარიელია

ბიუჯეტიდან დახარჯული 72 ათასი ლარი და უფუნქციოდ დარჩენილი შენობა - სოფელ სხალთაში უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 2012 წელს საგანგებოდ, აშენებული თავშესაფარი მე-7 წელია ცარიელია. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სოფელში მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, შეჭირვებული ოჯახები ამ თავშესაფრით ვერ სარგებლობენ. კითხვაზე - რატომ არის დღემდე გამოუყენებელი შენობა, რომლის ასაშენებლადაც ბიუჯეტიდან, რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაიხარჯა, პასუხები ამ დრომდე არ არსებობს, შენობა კი ნადგურდება.

„72 ათასი ლარი გადაიხადა მუნიციპალიტეტმა ამ ფართის მოწყობაში, მაშინ როცა ამდენი თანხა იხარჯება ესეთ პროექტებში, როგორც მინიმუმ, ამით უნდა ხდებოდეს სარგებლობა და მოსახლეობა ამით უნდა სარგებლობდეს, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი ადამიანია ხულოში, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი და არის უსახლკარო. ხულოს მერიას ვთხოვ3ეთ ამაზე პასუხი გაეცა, შეგვპირდნენ, რომ გვიპასუხებდნენ, მაგრამ ამისთვის თავი არავის არ შეუწუხებია“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

დღის ამბები