18 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
"ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია ამომრჩევლის თვალში - "ევროპული საქართველო" Ipsos-ს კვლევას აფასებს 

ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას, "ევროპული საქართველოს" წევრები ეხმაურებიან. 

კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს - გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ასევე კვლევის მიხედვით, ყველაზე პოზიტიური განწყობა საზოგადოებას, სწორედ "ევროპული საქართველოს" მიმართ აქვს. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ივანიშვილმა რეიტინგი არა მხოლოდ საზოგადოების თვალში, არამედ საკუთარ პარტიაშიც დაკარგა. ირაკლი აბესაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" და პირადად ივანიშვილის დამარცხება, შუალედურ არჩევნებზეც შეიძლება.

Image result for ირაკლი აბესაძე

„კვლევამ კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ხელმძღვანელი პირადად ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია ქართველი ამომრჩევლის თვალში და ამ პირობებში მათი ერთადერთი საყრდენი არის უიმედობის დათესვა ამომრჩეველში, რომ შეუძლებელია არჩევნების გზით ივანიშვილის ბოროტი მმართველობის დასრულება და ეს არ შეიცვლება. ხოლო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ცალსახად ვხედავთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ზოგადად პროდასავლური ოპოზიციის ერთიანი რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეიტინგს, ცალსახად ჩანს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის პირობებში ამ შუალედურ არჩევნებზეც კი პირდაპირ გამოჩნდება ივანიშვილის მარცხის წინაპირობა და საფუძვლები,“- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

„ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის რეიტინგის დაცემას პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირმა ნადირაშვილი ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას უკავშირებს. ნადირაშვილის თქმით, მოსახლეობას უსამართლობის განცდა აქვს, ასევე ქვეყანაში საგრძნობია გამეფებული კორუფცია.

Image result for ირმა ნადირაშვილი

„ბიძინა ივანიშვილის ჭარბი ნდობა და მისი რესურსი დასული არის, თითქმის, ნულზე. არავის აღარ სჯერა ამ ადამიანის. საკუთარ უმრავლესობაშიც კი, მე მგონი, მან თავისი რეიტინგი და თავისი ჭარბი ნდობა უბრალოდ დაკარგა. აღარაფერს ვამბობ რიგით მოქალაქეებზე, რომლებისთვისაც მთავრობა საერთოდ არ მუშაობს, არის კორუფცია, საკუთარი ჯიბეების გასქელება, არის უსამართლობის განცდა, მურუსიძე და ჩინჩალაძის უსამართლობის განცდა და შესაბამისად,  ეს გადადის რეიტინგებში. ამიტომ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ჰკარგავს ამომრჩევლის ნდობას და 2020 წელს ეს იქნება საფუძველი, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს ხელისუფლებაზე,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

დღის ამბები