18 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
ენმ-ის ტაქტიკა არის ის, რომ ხელოვნურად სურთ, არეულობის შეტანა - ირაკლი კობახიძის კონტრბრალდებები ოპოზიციას

ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ შუალედური არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე აღნიშნულ ბრალდებებს არ იზიარებს და პირიქით, ოპოზიციას ადანაშაულებს, წინასაარჩევნო პერიოდში არეულობის შეტანის მცდელობაში. კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს, რის გამოც ხელოვნურად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას.

„არჩევნები წარიმართებოდა ძალიან მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, თუმცა 2-3 დღის წინ დაიწყო, ასე ვთქვათ, არეულობის შეტანის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ეს უნდა უკავშირდებოდეს იგივე ზუგდიდში კვლევის შედეგებს, რომელიც ჩვენც გვაქვს და რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს. ამ კვლევის მიხედვით, ისინი ძალიან დიდი ალბათობით, პირველივე ტურში წააგებენ არჩევნებს. ალბათ, ამან გამოიწვია მათი ტაქტიკის შეცვლა. მათი ტაქტიკა არის ის, რომ ხელოვნურად სურთ, არეულობის შეტანა, ესეც ვერ დასრულდება მათთვის წარმატებულად. მთავარია, ჩვენ გვქონდა საუბარი საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოხატონ, რადგან არავის მიეცეს იქ არეულობის შეტანის საშუალება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები