17 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
ტყიბულის სკოლის 16 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტყიბულის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ალერგიის დიაგნოზით სკოლის 16 მოსწავლე გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მოსწავლეები ტყიბულის N1 საჯარო სკოლიდან შეიყვანეს.  

მედიკოსების თქმით, მათ გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.

საავადმყოფოდან 14 მოსწავლე უკვე გაწერილია, ორი კი ამ დრომდე გადასხმაზე დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ისინი კლინიკას უახლოეს საათებში დატოვებენ.

 

დღის ამბები