23 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
სროლა ზუგდიდის 87-ე უბანთან - დაკავებულია ორი ახალგაზრდა

სროლა ზუგდიდის 87-ე უბანთან - დაკავებულია ორი ახალგაზრდა. შემთხვევა დღეს დღის მეორე ნახევარში ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მოხდა. 

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელი, რომელშიც გასროლის შემდეგ სავარაუდო დამნაშავეები ჩასხდნენ, ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის. "კურიერმა" კი გაარკვია, რომ ის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის, ლელა ლაშხიას შვილია. 

გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა მანქანიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. მისი ყურადღება შეიარაღებულმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც უბნის შესასვლელთან მოძრაობდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები