18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" საგანგებო ბრიფინგი - პარტიები მათი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მათი დამკვირვებლებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ. როგორც საგანგებო ბრიფინგზე ნინო გოგუაძემ განაცხადა, პარტიის დამკვირვებლები მოქმედებენ კანონის შესაბამისად რათა მოხდეს ე.წ. კარუსელების თავიდან აცილება და მათ ამ ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან. ნინო გოგუაძე მოუწოდებს ცესკო-ს თავმჯდომარეს შეასრულოს მისი მოვალეობა.

„ჩვენი დამკვირვებლები მოქმედებენ საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის ე პუნქტის შესაბამისად და ახორციელებენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. კერძოდ, ისინი ამოწმებენ პირადობის მოწმობებს რათა თავიდან იქნას აცილებული ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება და კარუსელები. მინდა მივმართო ცესკო-ს და კერძოდ, თამარ ჟვანიას რომ ფორმალურად მაინც შეასრულოს თავისი პირდაპირი ფუნქცია და ნუ შეუშლის ჩვენს დამკვირვებლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს,“-განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ.

მთაწმინდის ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს ევროპული საქართველო. ირმა ნადირაშვილის თქმით, უბნებზე გამოჩდნენ ცესკო-ს თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ მითითებებს იძლევიან.

„ისინი პირდაპირ აძლევენ მითითებებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს რომ მათ  პირადობის მოწმობების შემოწმების გარეშე შემოუშვან ადამიანები და მისცენ მათ ხმა. ეს არის პირდაპირი დარღვევა კანონის. ჩვენს კომისიის წევრებს აქვთ უფლება შეამოწმონ პირადობის მოწმობები. ამით გვინდა რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ კარუსელები და ა.შ,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილი მარნეულის ინციდენტსაც გამოეხმაურა, სადაც "ევროპული საქართველოს" დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, პოლიციამ დააგვიანა რეაგირება. 

დღის ამბები