23 დეკემბერი 2024,   09:10
ვრცლად
„გავიგეთ, რომ რაღაც ხდება აქ და მოვედი, რომ უნდა დამშვიდდეს სიტუაცია" - თამაზ ნავერიანი მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა 

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის” წევრი, თამაზ ნავერიანი. „კურიერის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რისთვის მივიდა ის საარჩევნო უბანზე, მან განმარტა, რომ ადგილზე იმყოფებიან როგორც მმართველი გუნდის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც.

„გავიგეთ, რომ რაღაც ხდება აქ და მოვედი, რომ უნდა დამშვიდდეს სიტუაცია. თქვენ რატომ მოხვედით. ესენი არიან ხალხი, ამომრჩეველი. ზოგი ჩვენი აქტივისტია, ზოგი ნაც მოძრაობის ა.შ. მე მივეცი დავალება ჩვენ აქტივისტებს, რომ დამშვიდდეს სიტუაცია, დაწყნარდეს და არაფერი საჩხუბარი აქ არ არის,“ - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

დღის ამბები