22 ნოემბერი 2019,   08:52
ვრცლად
ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული

ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ვიდეომასალა „რუსთავი 2"-მა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ადგილზე განთავსებულია ავტომობილები, ავტობუსები, სადაც იმყოფებიან სპეცდანიშნულების წარმომადგენლები.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. დაიხურა საარჩევნო უბნები. ამომრჩევლებს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უკვე აღარ აქვთ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები