18 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - 86-ე საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთების საოლქო კომისიაში გადატანას გეგმავენ და "რუსთავი2"-ის გადამღებ ჯგუფს უბანზე არ უშვებენ 

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბნიდან „კურიერს“ შეატყობინეს, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნა. როგორც ცნობილი ხდება, კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადასატან ყუთში მოთავსებულ ბიულეტენებს არ დაითვლიან ადგილზე, გადაიტანენ საოლქო კომისიაში და იქ დაითვლიან ხმებს.

ამასთან დაკავშირებით უბანზე კამათი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ უბანი დატოვა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ. მან „რუსთავი 2"-თან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები უბანზე ითვლება. მისი განმარტებით, აზრთა სხვადასხვაობა იყო გადასატან ყუთთან დაკავშირებით და ადგილზე სწორედ ამიტომ მივიდა. ქვარაიას თქმით, საკითხის გადაჭრაში საოლქო საარჩევნო კომისია ჩაერთო.

მიუხედავად ამისა, რომ „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს აკრედიტაცია აქვს, მას სამართალდამცველები საარჩევნო უბანზე არ უშვებდნენ.

„დაკეტილია შენობა და ვერ შეგიშვებთ“ - განუცხადა სამართალდამცველმა ჟურნალისტს.

მოგვიანებით „კურიერმა“ მაინც მოახერხა უბანზე შესვლა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ კომენტარი არ გააკეთა. „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა. მისი თქმით, ბევრ უბანზე ოპოზიციურმა კანდიდატმა უკვე გაიმარჯვა და 86-ე უბანზე მმართველი გუდის წარმომადგენლები არ არიან დარწმუნებულები, რომ იქ არჩევნებს მოიგებენ ე და ამიტომ მანიპულაციებით ხმების გაყალბებას ცდილობენ.

„აგონიაში დღეს ხელისუფლება. ხან გააჯანჯლეს პროცესი. ეს არის პროცესის გაჯანჯლება იმის გამო, რომ მიღონ დავალება და მოხდეს გაყალბება. მათ ამის საშუალება არ მიეცემათ,“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები