18 ოქტომბერი 2019,   01:58
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს პოლიციამ ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანი დაატოვებინა 

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ მისცეს. 

"რუსთავი 2-ის" კორესპონდენტს ტერიტორია ფაქტობრივად პოლიციის მეშვეობით დაატოვებინეს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა პოლიციელს განუმარტა, რომ მას უბანზე ყოფნის უფლება ჰქონდა.

გადამღებ ჯგუფს შიგნით არსებული ვითარების გადაღების შესაძლებლობასაც არ აძლევდნენ. "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა სამართალდამცველების მოთხოვნის საფუძველზე საარჩევნო უბანი დატოვა. 

საარჩევნო უბანზე ხმის დათლის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარემ განაცხად, რომ გადასატან ყუთზე არ დაითვლიან ადგილზე, გადაიტანენ საოლქოში და იქ დაითვლიან ხმებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები