21 ივნისი 2019,   04:52
ვრცლად
ხმაური მარნეულის 39-ე უბანზე - ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ყუთში ზედმეტი ბიულეტენები ყრია

ხმაურია მარნეულში, სოფელ ალგეთის 39-ე უბანზე - ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოყენებულ და დარჩენილ ბიულეტენებს შორის არ აღმოჩნდა სწორი ნაშთი.

ოპოზიციის წარმომადგენლებს საჩივრის დაწერა სურდათ, თუმცა ამის უფლება არ მისცეს.

ამის შემდეგ დამკვირვებლებმა გამოიძახეს პოლიცია და ახლა ხმების დათვლა პოლიციის თანდასწრებით მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი, მოხვდა თუ არა საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენი.  

ბიულეტინების დათვლა დაიწყეს არასწორად, არ ჰქონდათ დათვლილი, შეფასებული. მერე გახსნეს გადასატანი ყუთი და დაულუქავი ყუთი ჰქონდათ ძირითადი ბიულეტენების და არ მოხდა შერევა. მერე მოვიდა ვიღაც წარმომადგენელი დაუწყო ყვირილი ამათ, როგორც პატარა ბავშვები ისე დაალაგა ეს წევრები, უსაყვედურა და დიდი ალბათობით ბალანსიც არ დაჯდება, იმიტომ რომ ბალანსშიც აცდენაა ბიულეტენების,“-ამბობს დამკვირვებელი.

ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ის გადასატან ყუთს დაჰყვებოდა, თუმცა სადაც მიდიოდა ყველას კარნახობდნენ, რომ 41 ნომერი შემოეხაზათ.

„იყო გადასატანი ყუთი, მივდიოდი ყველგან და ყველას ეუბნებოდნენ 41. იძლეოდნენ თანხას, ჩვენი თანდასწრებით არა, მაგრამ ეს მომხდარა გუშინ. ამდენი წელია კომისიის წევრი ვარ ასეთი რამე არ მომხდარა,“-ამბობს დამკვირვებელი.

დღის ამბები