18 ოქტომბერი 2019,   01:59
ვრცლად
გადაწყვიტეს, თავზე გადაიხიონ საარჩევნო კანონმდებლობა და კონსტიტუცია - გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდზე

„ეტყობა გადაწყვიტეს, საერთოდ თავზე გადაიხიონ საარჩევნო კანონმდებლობა, კონსტიტუცია. ძალიან ცუდად მთავრდება ეს ყველაფერი. მოთმინების ფიალა ხალხს ავსებული აქვს,“ - ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „კვირის „აქცენტების“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ვაშაძის თქმით, თუ ხელისუფლება გააფორმებს იმ შედეგს, რომ ზუგდიდში არჩევნებს დიდი სხვაობით პირველ ტურში მოიგებს, ეს იქნება ტოტალური გაყალბება. 

„სრული შთაბეჭდილება მაქვს, რომ გაუგებარმა ძალამ 2018 წელს დამაბრუნა და ისევ იმ ატრაქციონს ვუყურებ, რომელსაც ე.წ. „ქართული ოცნება“ არჩევნებს ეძახის. ეს არის კორუმპირებული ჩინოვნიკების, პოლიციის კორუმპირებული ნაწილის და კრიმინალების შეთქმულება ქართული სახელმწიფს წინააღმდეგ. ამ ფარსს არჩევნებს ნამდვილად ვერ დავუძახებთ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები