20 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
ნატო-ში ინტეგრაციას მოსახლეობის 74 პროცენტი უჭერს მხარს - NDI

ნატო-ში ინტეგრაციას მოსახლეობის 74 პროცენტი უჭერს მხარს - ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მოსახლეობის 15 პროცენტი აფიქსირებს პასუხს "მიუღებელია."

იმ მოქალაქეებისთვის, ვისთვისაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მისაღებია, კითხვაზე თუ რატომ არის მისაღები ნატო, მათი უმრავლესობა, 53 პროცენტი, აფიქსირებს, რომ „ეს უზრუნველყოფს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას.“

გარდა უსაფრთხოებისა, გამოკითხულთა 37 პროცესი ნატოში გაწევრიანებით ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან. ნატოში გაწევრიანების მომხრეების ნაწილი, 27%, კითხვაზე თუ რატომ არის მისაღები ნატო, ამბობს, რომ  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობები გაიზრდება.

ხოლო, გამოკითხული მოქალაქეები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას არ ეთანხმებიან, კითხვაზე, თუ რატომ არ არის მისაღები ნატო, ამის მიზეზად რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობას ასახელებენ. ასე გამოკითხულთა 51 პროცენტი ფიქრობს.

ამას გარდა, ნატოში გაწევრიანება მათთვის მიუღებელია, რადგან, მათი აზრით, საქართველო მეტ ტერიტორიას დაკარგავს. ამ პოზიციას მოსახლეობის 12 პროცენტი იზიარებს.

NDI-მ საქართველოს მოქალაქეების განწყობა აპრილის თვეში შეისწავლა და ევროინტეგრაციაზე, ვიზა ლიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ურთიერთობების პრივილეგიებზე დიდი ქალაქების, დაბების და სხვა დასახლებებში მცხოვრებლები გამოკითხა.

ამავე თემაზე
დღის ამბები