23 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, კარასინი-აბაშიძის ფორმატი და ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულებები - NDI-მ მოსახლეობის აზრი შეისწავლა

„სასიხარულოა, რომ ნატო-ს და ევროკავშირის მხარდაჭერა საკმაოდ მყარია მოსახლეობაში. ასევე კარგი ამბავია ის, რომ მხარდაჭერა თითქმის გაუთანაბრდა ერთმანეთს და იდენტურია,“ - ეს განცხადება აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა კვლევის შედეგების შეფასებისას გააკეთა.

NDI-მ საქართველოს მოქალაქეების განწყობა აპრილის თვეში შეისწავლა და ევროინტეგრაციაზე, ვიზა ლიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ურთიერთობების პრივილეგიებზე დიდი ქალაქების, დაბების და სხვა დასახლებებში მცხოვრებლები გამოკითხა.

ლორა ტორნტონის თქმით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების დიდი რაოდენობის მიუხედავად, 46 პროცენტი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იდენტობას და ტრადიციებს.

ამას გარდა, ლორა ტორნტონი ამბობს, რომ კვლევაში ცალკე შეისწავლეს ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულებები ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით.

„პირველად, ჩვენ გამოვყავით ეთნიკური უმცირესობები, აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობად. როგორც ხედავთ, ძალიან საინტერესო განსხვავებები გამოიკვეთა, მაგალითად, ნატო-ზე თუ ვისაუბრებთ, სომხურენოვან დასახლებებში, ნატო-ს წინააღმდეგი საკმაოდ ბევრია, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანულენოვან დასახლებებში არ იციან, უჭერენ თუ არა მხარს ნატოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება, ეს ნიშნავს, რომ  ამ ორ დასახლებას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. სომხურენოვან დასახლებაში აზრი უნდა შევაცვლევინოთ მოსახლეობას. აზერბაიჯანულენოვანს რაც შეეხება კი, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ,“ - ამბობს ტორნტონი.

მისივე თქმით, შეისწავლეს, თუ როგორ აღიქვამს ქართული საზოგადოება დეზინფორმაციის შემცველ მესიჯებს.

„ჩვენ ასევე დავტესტეთ დეზინფორმაციის შემცველი მესიჯები, რომლებიც ვრცელდება ხოლმე სხვადასხვა მედია საშუალებებით, თუ სოციალური მედიით. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის შედარებით დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მესიჯები ტყუილი იყო, ძალიან დიდი პროცენტი ისევ ფიქრობს, რომ არ იცის, მაგალითად, ტყუილი იყო თუ არა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან ვრცელდება ინფექციები,“ - განაცხადა ტორნტონმა.

NDI-მ ასევე გამოკითხა მოსახლეობა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. მოსახლეობას კითხვა დაუსვეს კარასინი-აბაშიძის ფორმატზეც, სადაც გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის ამ ფორმატის შესახებ.

„რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, მოსახლეობის 51 პროცენტი ამბობს, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, დანარჩენმა კი არ იცის, უნდა ვაღიაროთ თუ არა, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი.

„ჩვენ ასევე, კითხვა დავსვით კარასინი-აბაშიძის ფორმატზე, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის ამ ფორმატის შესახებ, მათ კი, ვინც იცის, უმრავლესობა ფიქრობს, რომ არ არის სასარგებლო ეს ფორმატი ან უბრალოდ, არ იციან, რა სარგებლობა მოაქვს ამ ფორმატს,“ - განაცხადა ლორა ტორნტონმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები