20 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოება, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობა - NDI-მ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გამოკვეთა 

ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოება, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობით მიიღწევა - ეს საქართველოს მოსახლეობის სამი მეოთხედის მოსაზრებაა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს და რიცხვებიდან აშკარა ხდება, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი პროდასავლურ განწყობას ინარჩუნებს​.

ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 77% უჭერს. ნატოში გაწევრიანების მომხრე კი 74 %, მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ასე ქვეყანა უფრო უსაფრთხო იქნება და ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაც გაიზრდება.

თუმცა, მკვლევარები ამბობენ, რომ სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებს ნატოს შესახებ განსხვავებული განწყობები აქვთ.

ასევე ორგანიზაციამ რესპონდენტები რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ მითებზე გამოჰკითხა. მკვლევარები დაინტერესდნენ, რამდენად სჯერათ საქართველოში დეზინფორმაციის და იმ რუსული მითების, რომლიც ხშირად ვრცელდება. მაგალითად: რუსული ბაზარი უფრო მომგებიანია საქართველოსთვის თუ ევროკავშირის, ავრცელებს თუ არა ლუგარის თბილისის ლაბორატორია ეპიდემიებს. ნიშნავს თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება რომ სამცხე-ჯავახეთში თურქული სამხედრო ბაზა განთავსდება. აღმოჩნდა, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დანამდვილებით არ იცის, ეს მითია თუ სინამდვილე.

მედიის განვითარების ფონდში, რომლისთვისაც რუსული მითების მხილება ყოველდღიური საქმეა, ამბობენ, რომ კველვამ სერიოზული პრობლემა გამოაჩინა. მათი შეფასებით, ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეფექტურად ვერ ებრძვის. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილემ, ვანო მაჭვარიანმა კვლევაში მოსახლეობის ნიჰილიზმი დაინახა. გამოკითხულთა დიდ ნაწილს სურს, მაგრამ არ სჯერა, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში მალე გაწევრიანდება. მაჭავარიანი ფიქრობს, რომ საზოგადოების ასეთი განწყობა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე რეალურ ნაბიჯებს არ დგამს.

საგარეო პოლიტიკის საკითხების შემდეგ ხვალ NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გახდება ცნობილი.

დღის ამბები