23 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ნუცუბიძის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გვიან ღამით ნუცუბიძის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოტოციკლეტის მძღოლს მრავლობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება. მანქანაში მჯდომმა გოგონამ, კი მსუბუქი დაზიანება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება.

დღის ამბები