18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
დაპირისპირება თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში - პოლიციაში დირექტორის და მოსწავლეების გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა

დაპირისპირება თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში - დირექტორის და მოსწავლეების გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში გვიანობამდე გაგრძელდა. მოზარდებმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს, დირექტორმა კი მედიასთან მცირე განმარტება გააკეთა.

მანანა თურქაძე გამორიცხავს, რომ დაპირისპირება დამამთავრებელი კლასის მიერ გადაღებულ ვიდეორგოლს მოყვა.

"არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას,"-განაცხადა თუქაძემ. 

51-ე საჯარო სკოლის ეზოში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით გუშინვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, 51-ე სკოლის მე-12 კლასელების ბოლო ზარის ვიდეოკლიპი ქუჩური გარჩევის მიზეზი გახდა. სკოლის უკანა ეზოში ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველები მასობრივ ჩხუბსა და დანებზე ლაპარაკობენ. ჩხუბის მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის მოსწავლეების ერთი ჯგუფი მათ თანაკლასელებზე იმის გამო გაბრაზდა, რომ კლიპში ქუჩური მენტალიტეტი გააშარჟეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები