19 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
საფეხბურთო მატჩების შედეგების მანიპულირების საქმე - პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას იგეგმება

საფეხბურთო მატჩების შედეგების მანიპულირების საქმეზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას იგეგმება.  

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ ფაქტის გამოვლენა მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემები უფრო საღრმისეულად არის განსახილველი.

მიხეილ ყავლაშვილის აზრით, საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება. დეპუტატის განმარტებით, სახელმწიფო ქართულ ფეხბურთს საკმაოდ დიდი თანხით აფინანსებს,  ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა ეფექტურად იყოს გამოყენებული.

„პრობლემები უფრო ღრმად არის განსახილველი. უახლოეს მომავალში გვექნება საკომიტეტო მოსმენა, სადაც ის პირები ვინც ჩართული არიან ამ პროცესებში, ჩავატარებთ მოკვლევას და დეტალურად გავიგებთ რა ხდება. აუცილებელია საკანონმდებლო თვალსაზრისით, სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით გამკაცრდეს,“-განაცხადა ყაველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები