27 დეკემბერი 2024,   03:27
ვრცლად
გამოკითხული მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული საზოგადოების 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის შედეგები ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა. კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა პასუხები ასე გადანაწილდა:

46%-მა თქვა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 26%-ის აზრით, საქართველო არ იცვლება, გამოკითხულთა 25% კი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

 საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის " (NDI) და "CRRC-საქართველოს" მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

 

დღის ამბები