12 მაისი 2024,   11:22
ვრცლად
ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი მოხსნა - 1 აშშ დოლარი 2.80 ლარი ღირს

ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა - ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარი ღირს. 

მაღალია დოლარის კურსი სავალუტო ჯიხურებშიც. ერთი ამერიკუკლი დოლარის ღირებულება 2.78 ლარია, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ სავალუტო ჯიხურებში 2.75 ლარი იყო. 

ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად უფასურდება. 

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა. ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა, როდესაც 2.7424 ლარი იყო. გუშინ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. 

სავაჭრო სისტემამ ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ვაჭრობისას დაადგინა 2.75 ლარი, ახლა კი 12 საათისთვის, ერთი ამერიკული დოლარი ბლუმბერგის სისტემაში უკვე 2.77 ლარი ღირს.

სპეციალისტები ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასევე წინასაარჩევნოდ დახარჯული დიდი ფული სახელდება, როდესაც გადახდები ეროვნულ ვალუტაში განხორციელდა.

„ლარის გაუფასურების გამომწვევი მიზეზი არის, რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მცირდება, რაც ნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში მცირდება. არჩევნების პერიოდში ხდება დიდი რაოდენობის ფულის ხარჯვა, რომელიც შემდგომ მისი დიდი ნაწილი ხვდება ისევ სავალუტო პუნქტებში და ზრდის მოთხოვნებს დოლარზე, რაც ლარის გაუფასურებას იწვევს. ჩვენი ეკონომიკური მდგომაროება უნდა შეიცვალოს. ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა დაჩქარდეს,“ - განაცხადა ეკონომისტმა, აკაკი ცომაიამ.

დღის ამბები