20 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
„ქართული ოცნება“ -21%, „ენმ" -15% არც ერთი პარტია - 37 %- NDI-ის კვლევის შედეგები 

რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - ეს კითხვა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მკვლევარებმა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით დაუსვეს.

გამოკითხულთა უმრავლესობამ, 37%-მა განაცხადა, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

21% ამბობს, რომ ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 15% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 4% „ევროპულ საქართველოს“.  ასევე გამოკითხულთა 3% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „პატრიოტთა ალიანსი“ დგას.

6-6% ამბობს, რომ ან არ იცის ,ან პასუხზე უარს ამბობს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის " (NDI) და "CRRC-საქართველოს" მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

დღის ამბები