09 მაისი 2024,   00:23
ვრცლად
გამოკითხულთა უმეტესობას, 39% ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს - NDI

NDI-ის გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

ორგანიზაციის კვლევაში ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს შორის ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო.

შეკითხვაზე, დადებითი დამოკიდებულება გაქვთ თუ უარყოფითი შემდეგი ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ  გამოკითხულ რესპონდენტთა ხმები ასე გადანაწილდა:

39% ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულება აქვს.  32% კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი აქვს უარყოფითი დამოკიდებულება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის " (NDI) და "CRRC-საქართველოს" მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

დღის ამბები