14 მარტი 2025,   03:31
ვრცლად
გამოკითხულთა 22% პრემიერის საქმიანობას ცუდად, 20% კი დადებითად აფასებს - NDI
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      NDI-ის გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ პრემიერის საქმიანობას ცუდად აფასებს.

      კითხვაზე, როგორ აფასებთ პრემიერ მინისტრის საქმიანობას? - გამოკითხულთა 22%-ის პასუხია ცუდად. 

      მხოლოდ 20% ამბობს, რომ პრემიერის საქმიანობას კარგად აფასებს. მამუკა ბახტაძეს საშუალო შეფასებას გამოკითხულთა 44% აძლევს.

      საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასების ყველა მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუარესებულია.

      გასულ წელს, პრემიერის საქმიანობას უარყოფითად მხოლოდ 16% აფასებდა, 25% კი ამბობდა, რომ მამუკა ბახტაძე კარგად მუშაობს. ასევე 52% თვლიდა, რომ პრემიერის მუშაობა საშუალო შეფასებას იმსახურებდა.

      საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის " (NDI) და "CRRC-საქართველოს" მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

      დღის ამბები