26 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
გამოკითხულთა 81%-ის აზრით, საზოგადოების ორად პოლიტიკოსები ჰყოფენ - NDI

გამოკითხული მოსახლეობის 81% მიიჩნევს, რომ საზოგადოებას პოლიტიკოსები ჰყოფენ. ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია ნათქვამი, კითხვაზე - ის აერთიანებს თუ ჰყოფს მას პასუხები ასე გადანაწილდა.

81%-ის აზრით, პოლიტიკოსები საზოგადოებას ჰყოფენ, 8%-ის აზრით აერთიანებენ, 11%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

73%-ის აზრით, საზოგადოებას რუსეთი ჰყოფს, ასე არ მიაჩნია მხოლოდ 9%-ს. 73%-ის აზრითვე საზოგადოების გაყოფას არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს.

საზოგადოების გამყოფად მიაჩნია ქართული მედია 72%-ს, ქვეყნის ლიდერებს ასახელებს გამოკითხულთა 68%, არასამთავრობო ორგანიზაციები მიაჩნია საზოგადოების  გამოყოფად 43%-ს,  ძალოვანი უწყებები - 45%.

ნატო საზოგადოების გამყოფად მიაჩნია - 31%-ს, გამაერთიანებლად კი 45%, ევროკავშირი საზოგადოების გამყოფად მიაჩნია - 30%-, თუმცა გამოკითხულთა 46% საპირისპიროს ფიქრობს.

რელიგიას საზოგადოების გამყოფად ასახელებს 29%, თუმცა გამოკითხულთა უმეტესობა - 69% მიიჩნევს, რომ რელიგია საზოგადოების გამაერთიანებელია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის " (NDI) და "CRRC-საქართველოს" მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

დღის ამბები