NDI ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში, სადაც მოქალაქეებს პარლამენტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია.
გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ პარლამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს. 45% -ის აზრით პარლამენტი საშუალოდ მუშაობს, მხოლოდ 12% თვლის, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კარგად მუშაობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის " (NDI) და "CRRC-საქართველოს" მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.