25 აპრილი 2024,   11:19
ვრცლად
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ სასამართლოები ცუდად მუშაობს - NDI

სასამართლოს საქმიანობას  NDI ახალ კვლევაში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. კითხვაზე, როგორ აფასებთ სასამართლოების მუშაობას? - გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ ყველა ინსტანციის სასამართლო ცუდად მუშაობს. 31% მიიჩნევს, რომ სასამართლოს მუშაობა შეიძლება საშუალოდ შეფასდეს. მხოლოდ გამოკითხულთა 12% ამბობს,რომ საქართველოში სასამართლო სისტემა კარგად მუშაობს.

გამოკითხვის მიხედვით, სამივე მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუარესებულია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის " (NDI) და "CRRC-საქართველოს" მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

დღის ამბები