23 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
გამოკითხულთა 40%-ს დადებითი დამოკიდებულება კალაძე/სერგეენკოს, 31%-ს კი მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს - პოლიტიკოსთა რეიტინგები

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების პოლიტიკური ნაწილი დღეს გახდა ცნობილი. მკვლევარებმა პოლიტიკოსების მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულება გამოიკითხეს. გამოკითხული მოსახლეობის 40%-ს დადებითი დამოკიდებულება, ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიმართ აქვს, 40% აფასებს დადებითად დედაქალაქის მერს, კახი კალაძე.

გამოკითხულების 31% ასახელებს მიხეილ სააკაშვილს, შალვა ნათელაშვილი - 28%
სალომე ზურაბიშვილი -28%, გრიგოლ ვაშაძე - 28 %
გიორგი გახარია - 27 %, ზაალ უდუმაშვილი - 27 %
ერთნაირი რეიტინგი აქვთ საზოგადოებაში ალეკო ელისაშვილს, თეა წულუკიანს და ქვეყნის პრემიერს, მამუკა ბახტაძეს. მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება  - 26%
გიორგი ვაშაძე - 22 %, ნიკა მელია -22%, ირმა ინაშვილი 21 %, ბიძინა ივანიშვილი -21%, დავით უსუფაშვილი - 21%, ირაკლი კობახიძე -% 20

ყველაზე ნეგატიური შეფასება ბიძინა ივანიშვილს აქვს - რეიტინგები ასე გადანაწილდა:

ბიძინა ივანიშვილი 39 %, ზურა ჯაფარიძე 35 %, ეკა ბესელია 33 %, ნიკა მელია 33 %
მიხეილ სააკაშვილო 32 %, ირმა ინაშვილი 31 %, ნინო ბურჯანაძე 30 %, ირაკლი კობახიძე 29 %
გრიგოლ ვაშაძე 28 %

დღის ამბები