18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
რუსული პასპორტების გაცემა დონბასის რეგიონში - გერმანია და საფრანგეთი რუსეთის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

რუსული პასპორტების გაცემა დონბასის რეგიონში - გერმანია და საფრანგეთი რუსეთის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადეს.

სამი ქვეყნის ლიდერებმა მინსკის შეთანხმების მომავალი და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხი განიხილეს. ბერლინი და პარიზი რუსეთს მოუწოდებენ, შექმნას ხელსაყრელი პირობები უკრაინასთან დიალოგისთვის.

“დადგა დრო დასრულდეს კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს მძიმე ტვირთად აწევს,” - წერია საფრანგეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები