18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
ბრექსიტი - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხელახალი რეფერენდუმის შესახებ კენჭისყრის ჩატარებას დათანხმდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრექსიტზე ხელახალი რეფერენდუმის შესახებ კენჭისყრის ჩატარებას დათანხმდა. ტერეზა მეის განმარტებით, მისი მთავრობა მზადაა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, იმისთვის რომ პარლამენტმა ბრიუსელთან თვეების წინ მიღებულ შეთანხმებას დაუჭიროს მხარი.

დოკუმენტის კენჭისყრამდე მასში კომპრომისული შესწორებები შევა, რომელთაგან ერთ-ერთი განმეორებითი რეფერენდუმია.

რიგით მეოთხე და სავარაუდოდ უკანასკნელი განხილვა ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების შესახებ პარლამენტში ივნისის დასაწყისში იგეგმება. ტერეზა მეის თქმით, ეს არის ბრექსიტის რეალიზების უკანასკნელი შანსი.

დღის ამბები