18 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
მასშტაბური პროტესტი ინდონეზიაში - პოლიციასთან შეტაკებებს 6 ადამიანი ემსხვერპლა

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ინდონეზიაში - პოლიციასთან შეტაკებებს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ვითარების გამწვავება ქვეყანაში არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემების გასაჯაროების შემდეგ, მოსახლეობა ჯაკარტის ქუჩებში გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა შედეგები სადამკვირვებლო სააგენტოს შენობასთან გააპროტესტეს, რასაც პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები