17 მაისი 2024,   18:31
ვრცლად
ბრძანება გასცა კახა საბანაძემ, რომელმაც კონსულტაცია გაიარა შს მინისტრთან - ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე მის დაკავებაზე საუბრობს

მოვითხოვ გამოძიების დაწყებას, იმ პოლიციელებზე, რომლებმაც შეასრულეს ერთი მხრივ, უკანონო დავალება და მეორე მხრივ, განახორციელეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა - ეს განცხადება ჟურნალისტმა, გიორგი კაპანაძემ, შუალედურ არჩევნებზე, მისი დაკავების შესახებ საუბრისას გააკეთა. კაპანაძე 19 მაისს, ზუგდიდში დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.  

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (CIMG) დამფუძნებელმა და დირექტორმა, პროკურატურაში სარჩელი იმ პოლიციელების წინააღმდეგ შეიტანა, რომლებიც მისი თქმით, შუალედურ არჩევნებზე მის დაკავებაში მონაწილეობდნენ. კაპანაძე ამტკიცებს, რომ მას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და უკანონოდ დააკავეს. კაპანაძემ პროკურატურაში, განცხადებასთან ერთად, მისი დაკავების ვიდეომასალაც წარადგინა, რომელიც „აიტივის“ მიერ არის გადაღებული.  

მისივე თქმით, მისი დაკავების გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მიიღეს, ამიტომ საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს.  

„ჩემს დაკავებაში მონაწილეობდნენ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გაგა კირკიტაძე, რომელსაც ამ ბოლო დროს, ბევრი ეშლება ძალიან. ასევე, ბრძანება გასცა კახა საბანაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც კონსულტაცია გაიარა შინაგან საქმეთა მინისტრთან. მოვითხოვ, იმ პოლიციელების დასჯას და დაკითხვას და გამოძიების დაწყებას, იმ პოლიციელებზე, რომლებმაც შეასრულეს ერთი მხრივ, უკანონო დავალება და მეორე მხრივ, განახორციელეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. მათ უნდა დაასახელონ, ვისგან მიიღეს ბრძანება, რატომ დამაკავეს, რატომ დაარღვიეს კანონი და რატომ ჩაიდინეს დანაშაული“ - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები