სროლა რუსთავში - მე-17 მიკრორაიონში ერთმანეთს კაფე-ბარ "შარკის" დაცვის თანამშრომელი და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. კამათს და სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. ნაცემია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. გარდა ამისა დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე გოგონამ და დაცვის თანამშრომელმა. დაპირისპირება ბარში ახალგაზრდების სიგარეტით შესვლას მოჰყვა. ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეები, რუსთავის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"ცეკვავდნენ სამი მეგობარი და რომ წამოვიდნენ, მეცხრამეტე შესასვლელთან დაიჭირეს სამმა დაცვამ მივიდნენ და ბიჭები მაგრად სცემეს და მერე გოგოც. ბიჭები ვიცი რომ წიხლით არიან ნაცემები და სახეშიც ურტყამდნენ, გოგოს აქვს სახეში გარტყმული და თვალზე ადევს ნატკენი დიდი, გასროლა მოხდა ბოლოს, უკვე რომ ძალიან შევიდა ჩხუბში და ერთი ამბები მოხდა,"-აცხადებს ერთ-ერთი თვით მხილველი.