17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
ჩამოშლილი კლდის მასა ე.წ. ახალ გზაზე - რამდენიმე საათი მოძრაობა გადაკეტილი იყო

რამდენიმე საათის განმვალობაში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო ე.წ. ახალ გზაზე. მიზეზი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდის მასის ჩამოშლაა. გზა გაიწმინდა, ჩატარდა ქვათა ცვენის პრევენციისთვის საჭირო სამუშაოები, რის შემდეგაც მოძრაობა ვერეს ხეობაში ჩვეულ რეჟიმში აღდგა. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად გეოლოგებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები