18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
ივანიშვილის მოწონება არმოწონების მიხედვით, მე გადაწყვეტილებას არც მივიღებ და არც შევცვლი - ბესელია

„მე არ მეშინია ბარიერების, არ მეშინია წინააღმდეგობის, მე მგონი, ჩემი განვლილი ცხოვრებით ეს ბევრჯერ დავამტკიცე,“ - აცხადებს მმართველი გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია.

ბესელია ამბობს, რომ ბარიერების არსებობა ბრძოლის სურვილს კიდევ უფრო უძლიერებს და სწორედ ამიტომ აპირებს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას.

„მე დავამტკიცე, რომ მიუხედავად ყველაზე აკრძალული მეთოდების გამოყენებისა, რაც მიიჩნევა, რომ არის დაუშვებელი პოლიტიკაში და მათ შორის, ქართულ პოლიტიკაშიც, ასეთი ბარიერები უფრო მიმყარებს გადაწყვეტილება, რომ ალბათ მეტი იქნება საბრძოლო, ვიდრე იქამდე იყო,“-ამბობს ბესელია.

რაც შეეხება კითხვას, იცის თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ბესელიას გადაწყვეტილების შესახებ, რომ ახალ პარტიას ქმნის და როგორ მოსწონს ეს გადაწყვეტილება, ბესელია ამბობს, რომ ის არ იმოქმედებს ბიძინა ივანიშვილის მოწონების ან არმოწონების მიხედვით. 

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვისაც ჰგონია, რომ მე ვინმეს დავალებით ვმოქმედებ, ან ვისაც აქვს ილუზია, რომ პროექტის ნაწილი ვარ მე, ვინც მიცნობს და ვინც იცნობს ჩემს მეგობრებს უნდა მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ასე რომ მე მოწონება არმოწონების მიხედვით, მე გადაწყვეტილებას არც მივიღებ და არც შევცვლი,“-ამბობს ეკა ბესელია.

დღის ამბები