19 დეკემბერი 2024,   13:13
ვრცლად
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ორმა მეზობელმა დემარკაციის ნაბიჯი დაასრულოს ცივილურად - პრემიერი დავით გარეჯზე

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაყვანის სამუშაოებს არ წყვეტს. ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბულდოზერებით გაჰყავთ გზა. ტექნიკა მთაზე მიწას ჭრის და შეუჩერებლად მუშაობს.

საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვითარების დასარეგულირებლად და პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონსულტაციები ყველა დონეზე იმართება. მამუკა ბახტაძის თქმით, ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ორმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ, დემარკაციის საკითხი დაასრულოს ცივილურად და მეგობრულად.

“ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შევაფასოთ ის საკითხი, რომ ამდენი წლის შემდეგ კომისიებმა განაახლეს მუშაობა. მე არაერთხელ გავაკეთე კომენტარი ამ საკითხზე. კონსულტაციები იყო ყველა დონეზე და შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ორმა მეზობელმა დემარკაციის ნაბიჯი დაასრულოს ცივილურად, ისე როგორც ეკადრება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას. დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება,“-აცხადებს პრემიერი.

ამავე თემაზე
დღის ამბები