18 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
ძველ თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი და სახურავი ჩამოიშალა

ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის აივანი და სახურავი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ნგრევის მიზეზი, უცნობია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ყველა უწყება საქმის კურსში იყო, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.

„ეს ტურისტული ზონა არის, მაგრამ ნანგრევები ყოველდღე ცვიოდა, პატრულიც გვყავდა გამოძახებული, დაფიქსირებული გვქონდა სამაშველო სამსახურში, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა,“-ამბობს დაზარალებული ბესო ჩუბინიძე.

დღის ამბები