18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
შალვა შავგულიძის ბლოკი მერიას კანდიდატის პლაკატების ჩამოხსნაში ადანაშაულებს

"თბილისის 4 ცენტრალურ ქუჩაზე შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერები ჩამოხსნილია" - ამის შესახებ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ბარამიძემ, ისაუბრა.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის, მხარდამჭერი ბანერი შტაბის წევრებმა გუშინ, გვიან ღამით, გააკრეს, თუმცა, დღეს დილას ადგილზე მისულებს ჩამოხსნილი დახვდათ.

სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, ბანერი თბილისის მერიის სამსახურებმა ჩამოხსნეს, რაც მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან არჩევნების პირველ ტურში ამავე ქუჩებზე სხვა საარჩევნო სუბიექტების პლაკატები არ ჩამოუხსნიათ.

დღის ამბები