26 დეკემბერი 2024,   22:49
ვრცლად
გაფიცვის მეთორმეტე დღე ჭიათურაში - ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტის და მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელებისა და ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შეთანხმება ვერ შედგა და ამ წუთებში აქცია შეძახილების ფონზე გრძელდება. მუშების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი ზრდაა, რასაც მენეჯმენტი არ თანხმდება.

ჭიათურაში შიმშილობის მეათე დღეს ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი საავადამყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლების ნაწილი კი შიმშილობას უვადოდ აგრძელებს, მუშათა სრული შემადგენლობა კი მე-12 დღეა გაფიცულია. ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტმა მათ ხელფასის ეტაპობრივი, 25%-იანი ზრდა შესთავაზა, რასაც მაღაროელები არ თანხმდებიან და ანაზღაურების 50%-ით მომატებას მოითხოვენ.

  

დღის ამბები