18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
არჩევნები ევროპარლამენტში - წინასწარი შედეგებით “სახალხო პარტია“ ლიდერობს

ევროპარლამენტის არჩევნები - წინასწარი შედეგების მიხედვით,  “ სახალხო პარტიას” 179 ადგილი ექნება. სიდიდით მეორე, “სოციალ-დემოკრატიულმა” ფრაქციამ 150 მანდატის მოპოვება შეძლო. მესამე ადგილზე „ლიბერალ-დემოკრატები“ 107 ადგილით გავიდნენ, 70 წარმომადგენელი ეყოლებათ ევროპარლამენტში "მწვანეებსაც“.

ქვეყნების მიხედვით კი, მონაცემები ასეთია: გერმანიაში ანგელა მერკელის ალიანსი ლიდერობს, თუმცა მას ამჯერად ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. საფრანგეთში ხმების უმრავლესობა „ულტრა-მემარჯვენეებმა” მოიპოვეს. მარი ლეპენის “ეროვნულმა გაერთიანებამ” მაკრონის პარტიას ერთ-ნახევარი პროცენტით გაუსწრო. „მემარჯვენე ძალები“ ლიდერობენ ასევე იტალიასა და ბელგიაში.

დიდ ბრიტანეთში ხმათა უმრავლესობა ახლად დაფუძნებულმა პარტიამ სახელწოდებით “ბრექსიტმა” მოიპოვა. ევროპარლამენტში ადგილები მოიპოვეს ასევე კატალონიის სეპარატისტმა ლიდერებმაც. პოლონეთსა და უნგრეთში კი „მმართველი კონსერვატორები“ ლიდერობენ.

დღის ამბები