18 მაისი 2024,   13:44
ვრცლად
დონალდ ტრამპი იაპონიის იმპერატორს შეხვდა

დონალდ ტრამპი იაპონიის იმპერატორს შეხვდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირველი სახელმწიფო ლიდერია, რომელიც იაპონიის ახალმა იმპერატორმა ნარუხიტომ ტოკიოში, საკუთარ სასახლეში მიიღო.

საზეიმო დახვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები იაპონიის პრემიერ-მინისტრთან გამართა. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გარდა მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის განიარაღება იყო.

დონალდ ტრამპი იაპონიაში 4 დღიანი ვიზიტით იმყოფება.

დღის ამბები