18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
ევროკავშირში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა - 427-მა მილიონმა ადამიანმა 751 ევროდეპუტატი აირჩია

ევროკავშირში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა - უკვე ცნობილია, როგორი იქნება მომავალი ხუთი წლის განმვლობაში ევროპარლამენტის შემადგენლობა. საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის 28 ქვეყანაში 23 მაისიდან მიმდინარეობდა. შედეგები გუშინ გვიან ღამე გახდა ცნობილი, 427-მა მილიონმა ადამიანმა 751 ევროდეპუტატი აირჩია. მანდატების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ევროპის სახალხო პარტიაა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ევროპარლამენტში ევროკომისიის ორი მთავარი კანდიდატი მივიდა, მათ არჩევნების შედეგებზე  ისაუბრეს.

“როდესაც ხალხი სერიოზულად ეკიდება არჩევნებს, ლიდერებიც სერიოზულად უნდა მიუდგნენ შედეგებს. ყველას, ვინც ვიზიარებთ დემოკრატიულ პრინციპებს და ვინც საბოლოოდ გაერთიანდება ამ პრინციპების გარშემო, უნდა გვქონდეს მომავლის ერთიანი ხედვა.

მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს დიდ გამარჯვებას ვგრძნობ, თუმცა მოხარული ვარ რომ დღესაც წარვდექით როგორც ძლიერი პოლიტიკური ოჯახი. ეს იყო ჩვენი მთავარი გამოწვევა. ჩვენ დავიწყეთ კამპანია როგორც პარტიამ , რომელსაც კვლავ შეუძლია იყოს ლიდერი. ამავდროულად ჩვენ ღია ვართ სხვებთან თანამშრომლობისთვის,”- განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მანფრედ ვებერიმ.

სოციალისტების კანდიდატმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ფრანც ტიმერსმანი  სახალხო პარტიას მიღებული შედეგი მიულოცა.  ტიმერსმანი ამბობს, რომ მზად არის იმუშაოს ყველა იმ პროევროპულ ძალებთან, რათა დონეზე წარმოუდგენელია.

„მინდა მივულოცო მათ ვინ მოიპოვა დამატებითი მანდატები ახალი მოწვევის პარლამენტში. როგორც იცით ჩემმა პოლიტიკურმა ოჯახმა დაკარგა ადგილები, რაც იმას ნიშნავს რომ, სამომავლო პროგრამასთან დაკავშირებით ჩვენს უფრო თავდაჭერილები და უფრო მკაფიოები უნდა ვიყოთ. მე ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, იქიდან გამომდინარე თუ რა მოვისმინე ხალხისგან კამპანიის დროს. ისინი ითხოვენ სასწრაფო რეაგირებას ეკოლოგიის პრობლემებზე, ითხოვენ სოციალურ სამართალს, იმას რომ დიდმა კორპორაციებმა კეთილსინდისიერად გადაიხადონ გადასახადები. ხალხი ჩვენგან ითხოვს რომ, ვიმუშავოთ და ვითანამშრომლოთ პროევროპულ ძალებთან და მოვაგვაროთ პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე უკვე შეუძლებელია,”-განაცხადა ფრანც ტიმერსმანიმ.

დღის ამბები