12 მაისი 2024,   19:37
ვრცლად
ელექტრომობილების ქარხანას ქუთაისში რუსული კომპანია ააშენებს - ეკონომიკის მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს

თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელებულ მანქანების გაზიარების პროექტს, რუსული კომპანია ახორციელებს, იგივე კომპანია ააშენებს ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანას. 

კომპანია „აი გრუპთან“, რომლის მფლობელიც „ბიგ სერვისია“ სახელმწიფომ მემორანდუმი დღეს გააფორმა. 
მემორანდუმის თანახმად, კომპანიას უსასყიდლოდ გადაეცა მიწა, სადაც ელექტრომობილების ქარხანა უნდა ააშენოს. 
"ბიგ სერვისი" რუსულ-უზბეკური კომპანია. კომპანიის ხუთი მესაკუთრიდან ორი რუსეთის მოქალაქეა. 
ეკონომიკის მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს, თუ რუსული კომპანია ელექტრომობილების ქარხანას ააშენებს ან მანქანების გაზიარების პროექტს განახორციელებს. 

ნათია თურნავა ამბობს, რომ მისთვის ყველა ის კომპანიაა მნიშვნელოვანი, რომელიც საქართველოში პროექტებს განახორციელებს.

დღის ამბები